ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი დასახელდნენ

0
332

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან ვიცე-პრემიერების პოსტებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დაიკავებენ. შეგახსენებთ, რომ მაჭავარიანმა თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილის შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან გახარიას გადადგომის შემდეგ წავიდა.

“დღეიდან გვეყოლება ორი ვიცე პრემიერი, ბატონი დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მეორედ გაპრემიერების შემდეგ დღეს, 25 თებერვალს პირველი მთავრობის სხდომა ჩააატარა.

წინა სტატიასაბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური