უარი პროკურატურის შეთავაზებას – ოპოზიციის პასუხი პროკურატურის ,,შეშინებულ განცხადებაზე”

0
308

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე, პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება და უწყების განცხადებას პოლიტიკური მოტივებით განპირობებულს უწოდებს. 

მისი თქმით, პარტიის თვმჯდომარის, ნიკა მელიას, მოსაზრება გირაოს არგადახდასთან დაკავშირებით – პროკურატურის შეთავაზების მიუხედავად – უცვლელია.

“შეშინებული განცხადებაა. პოლიტიკურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ინსიტუტი, არ არსებობს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

გირაოს გადახდა იყო უსამართლო და ეწინააღმდეგებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელშიც არის ნიკა და საქართველოს თითოეული მოქალაქე… მინდა, ყველას შევახსენო, რომ ნიკა მელიამ მიიღო თავის გადაწყვეტილება, რომელიც რჩება იგივე, ის იბრძვის თავისუფლებისთვის. ნიკა არის ძალიან მხნედ, კარგად და შემართებით”, – ამბობს დეკანოიძე.

ბრიფინგი ენმ – ში პროკურატურის ბრიფინგის პასუხად ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ამირან გულუაშვილის განცხადებით პროკურატურა მზადაა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

წინა სტატიაპროკურატურა მზადაა, გირაოს გადახდის შემთხვევაში სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს
შემდეგი სტატია,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება – ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური