პროკურატურა მზადაა, გირაოს გადახდის შემთხვევაში სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს

0
284

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

შესაბამისი განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის,  ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.

„2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს ბრალდებულ   ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე”, – განაცხადა გულუაშვილმა.

წინა სტატიარადიო გადაცემა – ადამიანის უფლებები
შემდეგი სტატიაუარი პროკურატურის შეთავაზებას – ოპოზიციის პასუხი პროკურატურის ,,შეშინებულ განცხადებაზე”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური