,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება – ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი

0
324

ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, 3 ნოემბრის განჩინება აღარ არსებობს ბუნებაში და გირაო შეცვლილია პატიმრობით – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურატურის შეთავაზებასთან დაკავშირებით.

„მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, პროკურორმა ბრიფინგზე წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა. ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო და აღკვეთი ღონისძიება შეიცვლებაო., ცხადია, ამ განცხადების შემდეგ კომუნიკაცია ნიკა მელიასთან, მაგრამ ვიცი მისი პოზიცია, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე, მხოლოდ ამ პოზიციით ვხელმძღვანელობ.”

საძაგლიშვილის თქმით, ამ ბრიფინგითაც დადასტურდა, რომ  ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხორციელდებადა და პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება ასეთი შინაარსის ბრიფინგებს პროკურატურა არ უნდა ატარებდეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა ხელმძღვანელობდეს“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

წინა სტატიაუარი პროკურატურის შეთავაზებას – ოპოზიციის პასუხი პროკურატურის ,,შეშინებულ განცხადებაზე”
შემდეგი სტატია“ბორია, თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი, მოგიწევს მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა! ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური