ხვალიდან ოპოზიცია იწყებს უწყვეტ აქციებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე

0
329

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.სადაც ლიდერები სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ

როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ხვალიდან ოპოზიცია უწყვეტ აქციებს იწყებს მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

“საპროტესტო აქციები დაიწყება ხვალიდან, ვგულისხმობ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომელიც გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დღეს ოპოზიციას და საზოგადოებას აქვს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება- ნიკა მელია, გიორგი რურუა, ახალი არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ვიდრე ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები გაგრძელდება და ეპიცენტრი არ იქნება მხოლოდ თბილისი. ეს მოედება მთლიანად საქართველოს… კომენდანტის საათის” შემოღება თავიდანვე იყო პოლიტიკური ნიშნით გაკეთებული. ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში არის მღელვარება და არის საშიშროება იმისა, რომ მასობროვი აქციები დაიწყოს, ამისთვის ხელისუფლებამ ბერკეტი მოიფიქრა, ამოეფარა პანდემიას და შემოიღო „კომენდანტის საათი“. პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა იხსნება 8 მარტიდან, რჩება მხოლოდ „კომენდანტის საათი“. ეს ხომ წარმოუდგენელია? პირდაპირ ამბობს ხელისუფლება, რომ მეშინია თქვენი ხმამაღალი პროტესტის და ამიტომ ჩაკეტილი მეყოლებით 9 საათის შემდეგო. თითქოს საზოგადოება უნდა დაიმონონ, როცა მინდა ჩაგკეტავთ და როცა მინდა გამოგიშვებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. როცა მასშტაბური აქციები იქნება, შეეგუოს “ქართული ოცნება” იმას, რომ ჩვენ არ შევეგუებით „კომენდანტის საათს“. ეს „კომენდანტის საათიც“ ისევე ჩაბარდება წარსულს, როგორც ეს ხელისუფლება”,- განაცხადა უდუმაშვილმა

წინა სტატიაშსს ბეჟან გვაზავას დაკავების ფაქტს ადასტურებს
შემდეგი სტატიაზუგდიდი-ჯვარის სარკინიგზო მონაკვეთზე ლიანდაგების დემონტაჟი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური