ხელისუფლება ოკუპაციის მეასე წლისთავს აღნიშნავს, მაგრამ ფორმალურად – ხალხს მემორიალთან არ უშვებს

0
320

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობაზე დროშები დაშვებულია. ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.

დროშები დაშვებულია, ხელსუფლება ოკუპაციის მეასე წლისთავს აღნიშნავს, მაგრამ ფორმალურად – დღეს სამოქალაქო აქტივისტები არ მიუშვეს, მემორიალთან, სადაც მათ პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების მისვლის გაპროტესტება სურდათ.

ოპოზიცია იუნკრების მემორიალთან მას შემდეგ მივიდა, რაც ადგილი ხელისუფლებამ დატოვა.

ენმ-ის წევრმა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა პარლამენტის დეპუტატმა გენერალმა დევი ჭანკოტაძემ კოჯორში, იუნკრების მემორიალთან ყოფნისას ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

“რეალურად, ჩვენს წინ ვინც იყო მოსული, არის ოკუპაციური მთავრობა, და ეს ნიღაბი აქვთ გაკეთებული, ვითომ დასავლეთის სექტორს წარმოადგენენ და სინამდვილეში, არიან რუსები”, განაცხადა გენერალმა დევი ჭანკოტაძემ.

გენერალმა დაამატა, რომ ხელისუფლების “მთავარი ამოცანაა, რომ არეულობა მოახდინონ და საქართველო არ შევიდეს ევროკავშირსა და ნატოში”. 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კოჯორში, იუნკრების მემორიალთან მცირე შელაპარაკებაც მოხდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სამოქალაქო აქტივისტებმა “გავრილოვის” ძახილით გააცილეს ადგილიდან.

აქციის მოანწილეების შეფასებით, პუტინის და გავრილოვების თანამოაზრე ხელისუფლება, ქვეყანას, საბჭოთა ოკუპაციიდნ 100 წლის შემდეგ, ისევ რუსეთში აბრუნებს. 

წინა სტატიასამხედრო გადატრიალების მცდელობა სომხეთში – გენშტაბი ფაშინიანისა და მისი მთავრობის კაბინეტის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი ქვეყნის საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის თავს ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური