კელი დეგნანი ქვეყნის საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის თავს ეხმაურება

0
258

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქვეყნის საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის თავს ეხმაურება და აცხადებს, რომ დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. 

მისი თქმით, საელჩოს თანამშრომლები და კოლეგები დღეს კოლაუ ნადირაძის ლექსს “25 თებერვალი” წაიკითხავენ. დეგნანის თქმით, ლექსი შემზარავი სიცხადით აჩვენებს საბჭოთა პერიოდში ამაყი ქართველი ხალხისთვის კრემლის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სიძნელეებს.”დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში. […]

დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”, – ამბობს ელჩი დეგნანი.

წინა სტატიახელისუფლება ოკუპაციის მეასე წლისთავს აღნიშნავს, მაგრამ ფორმალურად – ხალხს მემორიალთან არ უშვებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას გმობს, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, რომ ეს კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების განცხადებების პირდაპირი შედეგია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური