“ბორია, თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი, მოგიწევს მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა! ”

0
574

“მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა! თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი”, – ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

მიხეილ სააკაშვილი FACEBOOK-ზე წერს, რომ ეს ყველაფერი სანქციების მუქარის ქვეშ მყოფი ივანიშვილის “იაფფასიანი ტრიუკია”.

“დაშინებული, კუთხეში მიყუჟული ივანიშვილის სანქციების პირდაპირი მუქარის ქვეშ გამოგდებული იაფასიანი ტრიუკი პროკურატურის განცხადების მეშვეობით. მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა!

თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის “შუამდგომლობით მიმართოს. ნიკა მელიას ადვოკატები, პროკურატურის შეთავაზებაზე უარს ამბობენ და “სამართლებრივ ნონსენსს” უწოდებენ.

წინა სტატია,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება – ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი
შემდეგი სტატიამელიას და კოლეგების დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია, მარტო ვერ დავტოვებთ – ტუსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური