,,ასეთი ფაქტები არის წახალისებული სამთავრობო რიტორიკის და ივანიშვილის პირადი ინსტიქტების მიერ” – მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს სანაიას და მის ოჯახს

0
256

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, აგრესიის წახალისებას უკავშირებს და სანაიას და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს:

ვახო სანაიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი და რაც გამოიხატება მოუთმენლობაში და მცირე უმცირესობის მიერ საზოგადოების უმეტესობის ნაწილის დატერორების მცდელობაშიდა ამ პატარა აგრესიული ჯგუფების დაგეშვაში ყველაზე, ვინც არ ეთანხმება ივანიშვილის პოლიტიკას ქვეყნის გენოციდის და ქართველებისგან დაცლის.

მე საერთოდ არ მიმაჩნია ეს შემთხვევით ფაქტად იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები არის წახალისებული სამთავრობო რიტორიკის და ივანიშვილის პირადი ინსტიქტების მიერ. ივანიშვილს უნდა საქართველოში ქაოსი და არეულობის შექმნა – ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ!

ჩემი სოლიდარობა ვახო სანაიას და წარმატებები მის გაბედულ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

წინა სტატიაზურაბიშვილს იუნკრების შეურაცხყოფად საქართველოს რუსეთთან შედარება მიაჩნია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დათრგუნვის მცდელობა – არა
შემდეგი სტატიარადიო გადაცემა – ადამიანის უფლებები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური