არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას გმობს, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, რომ ეს კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების განცხადებების პირდაპირი შედეგია

0
269

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას ეხმუარება და წერს, რომ დროული და ეფექტური რეაგირება უნდა მოხდეს. 

“ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს”, – წერს არჩილ თალაკვაძე.

ცნობილი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ სხეულის სხავადსხვა მიდამოში დაზიანებები აქვს მიღებული, ხოლო თავდასხმის მიზეზად და უშუალო წახალისებად კრიტიკული მედიის მისამართით ხელისუფლების განცხადებებს ასახელებს. 

ეს კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების განცხადებების პირდაპირი შედეგია … მე გავიხსენე, 20 ივნისს როგორ ამორჩევით ესროდნენ ჟურნალისტებს, ეს ამის გაგრძელებაა. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ისინი ჰაერში ისვრიან სიტყვებს, მაგრამ ასე არ არის – მთელი ის ტროლებისა და ბოტების ქარხანა, რომელიც სიძულვილს თესავს, ამათზე |თავდამსხმელებზე| პირდაპირ აისახება, მათთვის პირდაპირი გზავნილია, როგორ უნდა მოიქცნენ. ხელისუფლებას ჰგონია, რომ კრიტიკული მედიის მიმართ რასაც უნდათ, იმას იტყვიან და ეს უბრალოდ, სიტყვებია, მაგრამ ასე არ არის”, -განაცხადა ვახო სანაიამ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ.

“ევროპული საქართველოს” წევრის გიგიუგულავას თქმით, ამ ყველაფერს იწვევს დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც “ბიძინა ივანიშილმა დაამკვიდრა ქვეყანაში”. “სრულიად ცალსახააა, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმას აქვს პირდაპირ პოლიტიკური დატვირთვა. ეს იყო ორგანიზებული თუ სპონტანური ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე არ მჯერა გამოძიების, რომ ამას დაადგენენ, მით უმეტეს, თუ დავალებით მოქმედებდა ის ხალხი. კლიმატი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, სიძულვილის ენა, რომლის დანერგვაც ხდება, დემონიზება განსხვავებული აზრის, დემონიზება თავისუფალი მედიის, მტრებად გამოცხადება ყველასი, ვინც ქოცურ ვიწრო ნარატივში არ ზის და დაუსჯელობის სინდრომი.

ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ივანიშვილმა 23 თებერვალს, როდესაც დაარბია ენმ-ს ოფისი, დააპატიმრა ნიკა მელია, პრაქტიკულად, გააფორმა ის, რასაც ბოლო 9 წლის განმავლობაში აკეთებს. მილიონზე მეტი ადამიანი გამოაცხადა მეორე ხარისხოვნად და ის რაც დღეს ვახოს თავს მოხდა სწორედ ამის შედეგია. რომ ვახო სანაიას, ნათია გოგსაძეს, ნუგაზრ წიკლაურს, გიგი უგულავას და მილიონობით ადამიანს, ვისაც არ უნდა “ქოციანობა” ამ ქვეყანაში, ვისაც არ უნდა შინაარსობრივად და ფორმით რუსული სახელმწიფო საქართველოში, შეიძლება ასე მოექცე და შენ იქნები დაუსჯელი, მეტიც წახალისებულია ასეთი თავდასხმები”, – ამბობს გიგი უგულავა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.

წინა სტატიაკელი დეგნანი ქვეყნის საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის თავს ეხმაურება
შემდეგი სტატიაშსს ბეჟან გვაზავას დაკავების ფაქტს ადასტურებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური