ათეულობით მანქანისგან შემდგარი კოლონა სიგნალებით მიემართება რუსთავში ნიკა მელიას მხარდასაჭერად

0
320

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც  ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს.

ათეულობით მანქანისგან შემდგარი კოლონა სიგნალებით მიემართება რუსთავში და იქ შეძახილებით სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ უკანონოდ დაკავებულ ლიდერს . ,,დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გათავისუფლდება და პოლიტიკურ ბრძოლაში კვლავ ჩაებმება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გზად რუსთავისკენ აქციის მონაწილეები შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან შეჩერდნენ და შესასვლელთან სტიკერების გაკვრა სცადეს, რის საშუალებაც მათ პოლიციის წარმომადგენელმა არ მისცა. აქციის მონაწილეებმა აკრძალვა გააპროტესტეს: “ჩვენი ოფისი რომ დაარბიეს და სერვერები მოგვპარეს, ეგ შეიძლებოდა?”, – ჰკითხა პოლიციელს ენმ-ის მხარდამჭერმა, რაზეც პასუხად მიიღო ფრაზა: “მერე, მე რატომ მეჩხუბებით?”

ხანმოკლე შეჩერების შემდეგ ავტოკოლნამ გზა რუსთავისკენ გააგრძელა.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 თებერვალს, ენმ-ის ოფისის დარბევისა და, ნიკა მელიასთან ეღთად 20-ზე მეტი პირის აყვანის შემდეგ, ენმ-ის ლიდერი სწორედ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

წინა სტატიარას შეეწირა 17 ადამიანი?- პროკურატურა შარშან, 23 აგვისტოს შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ
შემდეგი სტატიასაბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური