მთავარისიახლეებისაზოგადოებანაციონალური მოძრაობის ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის დროს 21 ადამიანი დააკევს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. მათ ბრალად სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობა ედებათ.

ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი და გიორგი ბარამიძე, ენმ-ს ინფორმაციით, ბარამიძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო და გონება დაკარგა. დააკავეს სამოქალაქო აქტივისტებიც, მათ შორის: ზუკა ბერძენიშვილი, ნიკუშა ფარულავა, ირაკლი ფავლენიშვილი, ირაკლი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...