ელჩებმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეშფოთება გაუზიარეს იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს მოხდა – ზურაბ ჯაფარიძე

0
317

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ელჩებმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეშფოთება გაუზიარეს იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს მოხდა.

“მათ გაგვიზიარეს საკუთარი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა სიტუაციის ესკალაცია იმის გამო, რაც ჩვენ დღეს დილით ვიხილეთ.

შინაარსი იყო ის, რაც განცხადებებში ვნახეთ, საჯარო განცხადებებში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ისე ევროკავშირის ელჩის. ახალი მაგ მხრივ არაფერი არ ყოფილა. ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. რაც შეიძლება იყოს აქედან გამოსავალილ, ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტპატიმრების გამოშვება და შემდეგ ახალი არჩევნები ახალი წესებით”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

წინა სტატიამელია მელიას გათავისუფლებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაშეწყვიტეთ პოლიტიკური დევნა, დაუბრუნდით მოლაპარაკებას – პროფესორ-მასწავლებლები მთავრობას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური