დღეს 15 საათზე კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია დაანონსდა

0
295

მინდა ყველას პირობა მივცე, ნიკა მელია და ჩვენი სამშობლოც ძალიან მალე თავისუფალი იქნება, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს.

მან აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბება, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტოს.

„როგორ ყველა ველოდებიდით, დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, საბჭოთა არმიის დაბადების დღეს საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი იმისთვის, რომ დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტის თავმჯდომარე ნიკა მელია, მაგრამ მინდა ყველას პირობა მივცე, ნიკა და ჩვენი სამშობლოც თავისუფალი იქნება. ეს ძალიან მალე იქნება. შესაბამისად, როდიონოვების, გავრილოვების, ბოლშევიკების, ოლიგარქების არ გვეშინია. ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი. ოფისი, რომელიც დაარბიეს, წაიღეს სერვერები, გაანადგურეს არქივი. ყველა ოთახი გაპარტახებულია, ადამიანები დაწამლეს შენობაში, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სასწრაფო გამოგვეძახებინა. ჩვენ აქედან მივდივართ კანცელარიასთან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის და ეს მაგალითი ნიკა მელიამ აჩვენა.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

წინა სტატიანაციონალური მოძრაობის ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველომ უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია – აცხადებს აშშ საელჩო მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური