დასალეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება

0
281

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი, ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას.

“უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა საქართველოში, ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში პოლიცია შეიჭრა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვა უნდა იყოს პირობა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის”. – წერს ის.

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას.

“ჩვენ ახლა დემოკრატიული დასავლეთი უნდა მოვაბილიზოთ, ბენ. თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ყველა მეგობარი ახლა ძალიან დაკავებული უნდა იყოს”. – წერს პავილიონისი ბენ ჯოჯესის Tweet-ზე, რომელმაც მელიას დაკავებაზე დაწერა, რომ ამით სარგებელს იღებს კრემლი, ივანიშვილი და მისი წრე.

“უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს არის ხალხი კრემლში, ბატონი ბიძინა და მისი ხელის შემწყობების უახლოესი წრე. ქართველებისთვის კარგი ამაში არაფერია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი იქნება ამაში. კრემლს იყურება”. – დაწერა ჰოჯესმა.

საქართველოში ლიტვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:

“დღის სამწუხარო დასაწყისია თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების ხილვა. საქართველოს მომავლის გულისთვის, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები”. – წერს ის.

წინა სტატიაერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! -საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატიაპარლამენტის წინ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი და “მთავარი არხის” ჟურნალისტი ნოდარ რუხაძე დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური