ბენ ჰოჯესი ,,ეს უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის”

0
271

გენერალ-ლეიტენანტი, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, ბენ ჰოჯესი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე აცხადებს, რომ ეს უზარმაზარი უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის.

“უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის.

ამით მხოლოდ კრემლი, ბატონი ბიძინა და მისი უახლოესი წრე იღებს სარგებელს. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, პრეზიდენტ ბაიდენის რეაგირება ძლიერი იქნება ამაზე. კრემლი აკვირდება”, — წერს ჰოჯესი.

წინა სტატიასაქართველომ უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია – აცხადებს აშშ საელჩო მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო
შემდეგი სტატიანიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური