,,ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ქურდობისა და მექრთამეობისთვის კი არა, სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს” – ანზორ მელია

0
90

ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამის განცხადებით, ბედნიერი და ამაყია, რომ მისმა შვილმა ამ ასაკში შეძლო გაეერთიანებინა მთელი ოპოზიცია. მისი თქმით, ღარიბაშვილმა და კობახიძემ, რომლებიც მელიას ტერორისტს ეძახიან საკუთარ თავებში უნდა ჩაიხედონ.

“კი, დაიჭირეს ნიკა მელია, მაგრამ გაოგნებული ვიყავი იმ სპეცოპერაციით, რაც მოიმოქმედა ჩვენმა მთავრობამ, ტერორისტები ასე არ აუყვანიათ, როგორც ნიკა აიყვანეს და მადლობა ღმერთს, რომ ხალხი არ დასახიჩრდა. ეს ერთობა რაც მე ვნახე ეს დღეები, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ნიკამ ამ ასაკში შეძო ასე გაეერთიანებინა მთელი ოპოზიცია, ვინ არ იყო მანდ, სხვადასხვა პარტიის ლიდერები, ბედნიერი ვარ და თანაც ამაყი, რომ ნიკა ასე უყვართ და ასეთ პატივს სცემენ”, – თქვა ანზორ მელიამ. 

მისი თქმით, ბედნიერია, რომ მისი შვილი ქურდობისთვის და მექრთამეობისთვის არ დაუჭერიათ და ის სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს.

“კობახიძე, ღარიბაშვილი ტეროტისტს რომ ეძახის ნიკას, თავიანთ თავებში ჩაიხედონ და კითხვა დაუსვან, გავლილი ცხოვრება შეალიეს საქართველოს სიყვარულს თუ ფულის კეთებას, რცხვენოდეთ მათ”, – თქვა მან. 

ანზორ მელიამ “ტვ პირველთან” საუბარში განაცხადა, რომ ასეთი განვითარებისთვის მზად იყო. „ნამდვილად ველოდი. მთელი ღამე არ მიძინია, ვიყავი ჩართული სულ, ფეისბუკზეც და დილას როდესაც ვნახე, მეუღლესაც ვუთხარი, რომ დაიწყო-მეთქი და ბედნიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, სისხლი არ დაიღვარა“.

მისი თქმით, 3 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მივა და თავის „სამოქალაქო ვალს“ მოიხდის. მისი სიტყვებით, ბედნიერია, მის შვილს ამდენი მხარდამჭერი რომ აღმოაჩნდა.

„მეამაყება, რომ ნიკამ შეძლო გაეერთიანებინა ოპოზიციის ლიდერები, ქალბატონმა ნინომ [ბურჯანაძემ] მომწერა… ნიკას მეგობრებიც მამხნევებენ, მაგრამ მე გამხნევებული ვარ, არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, ჩემი შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო და ვხედავ,როგორ უყვართ ნიკა… ყველა მლოცავს ასეთი შვილის გაზრდისათვის, ეს არის ბედნიერება”, – ამბობს ანზორ მელია

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here