მთავარისიახლეებისაზოგადოება,,არ შეიძლება ეს ქვეყანა ერთი ჯამბაზის, პრორუსის და ამ ქვეყნის მომავლის განუმჭვრეტელი...

,,არ შეიძლება ეს ქვეყანა ერთი ჯამბაზის, პრორუსის და ამ ქვეყნის მომავლის განუმჭვრეტელი ადამიანის ხელში იყოს” – მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დაიწყო

Published on

მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დაიწყო.

ორგანიზატორებმა აქცია საქართველოს ჰიმნით გახსნეს.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მათ ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ –  ნიკა მლიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა. მათივე თქმით, დღევანდელ აქციაზე ისინი ოპოზიციის სამომავლო გეგმებს გააჟღერებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან, პოლიტიკოსებმა კი გამოსვლები დაიწყეს.

“ყველა იმ ადამიანს მინდა გადმოგცეთ, ჩემი გულითადი მისალმება, ვინც დღეს შეიკრიბეთ და არ შეეგუეთ უსამართლობას. ნიკა მელიას დაპატიმრება იყო სიმბოლური აქტი, რომელიც მოდის ამ შენობიდან. ბოლშევიკებიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანა მათ დაისაკუთრონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გადიოდა თავისუფლების ხაზი, აქ გადის თავისუფლების ხაზი. თავისუფლების ხაზი გადის თქვენს გულებში, ვისაც არ გსურთ, რომ ეს ქვეყანა ერთი ჯამბაზის, პრორუსის და ამ ქვეყნის მომავლის განუმჭვრიტავი ადამიანის ხელში იყოს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 15:00 საათზე აქცია, მას შემდეგ დააანონსეს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა და ძალის გამოყენებით ნიკა მელია დააკავა.. 

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...