მთავარისიახლეებიპოლიტიკაღარიბაშვილის მადლობა ივანიშვილს ტრიბუნიდან

ღარიბაშვილის მადლობა ივანიშვილს ტრიბუნიდან

Published on

“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო თავდაცვის მინისტრად მუშაობა. მე ადრე, ერთი წლის წინ ამ ტრიბუნიდან სხვათაშორის გავაკეთე განცხადება, რომ, მაშინ, როცა ვიყავი პრემიერმინისტრი სათანადო ყურადღება, დრო ვერ დავუთმე ჯარის განვითარებას და ზოგადად ეს სისტემა ვერ შევიგრძენი ისე, როგორც საჭირო იყო. მე მადლობელი ვარ ჩვენი სამთავრობო გუნდის და ჩვენი ხელმძღვანელის, ყოფილი პრემიერმინისტრი, თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც მომცა საშუალება, შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მემსახურა და მემსახურა ჩვენი საამაყო ჯარისთვის”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ამაყი და ბედნიერია, რომ თავდაცვის მინისტრი იყო. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სჯერა, ბევრი გააკეთა ამ სამინისტროში.

სიახლეები

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...