მთავარისიახლეებისამართალიდედაჩემის საქმე სტრასბურგშია და გიორგი გახარიას პირობას ვაძლევ, რომ განსასჯელის...

დედაჩემის საქმე სტრასბურგშია და გიორგი გახარიას პირობას ვაძლევ, რომ განსასჯელის სკამზე დაჯდება და გასამართლდება

Published on

“სტრასბურგში არის დღეს დედაჩემის საქმე და სანამ ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, რომ ის[გიორგი გახარია] დაჯდება განსასჯელის სკამზე და გასამართლდება. იმისთვის, რომ მეორე დედაჩემისნაირი საქმე არ განმეორდეს”. – ამბობს ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია მთავარ არხთან

“გახარიას გადადგომა აბსოლუტურად არაფერს უკავშირდება, ჩვენ არ ვაკეთებთ სწორ ანალიზს… მან სწორი დრო შეარჩია საკუთარი ტყავის გადასარჩენად და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როდესაც გემიდან ვირთხები გარბიანო, ეს არის ინტუიცია მათი, როგორ შეიძლება ვირთხა შეაქო, ბოდიში – გახარიასთან არა ვირთხებთან, რომ მათ ვადარებ მაგრამ როგორ შეიძლება ამ ინტუიციის გამო შევაქოთ ადამიანი, რომ მან დატოვა საკუთარი გემი, რომელსაც ის სისხლით აშენებდა 4 წლის განმავლობაში. როგორ შეიძლება შევუქოთ სწორ დროს წასვლა იმის გამო, რომ ნიკა მელიაზე ხელი აუკანკალდა. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ის ადამიანი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობს. მაგრამ ის ვერ გაექცევა ვერცერთ მართმსაჯულებას და მე პირობას ვაძლევ, სანამ ცოცხალი ვარ”. – ამბობს ბაჩანა შენგელია. 

ბაჩანა შენგელია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილია. სკოლის დირექტორი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და “სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა” გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა, სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს მრავალჯერ შესთავაზეს მუშაობა ქართული ოცნების სასარგებლოდ, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს ბაჩანა შენგელიამ გამოაქვეყნა ის ანონიმური წერილი, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოჰკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ავტორის ვინაობის დადგენა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, “დანაშაულის არარსებობის გამო” გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ “ადგილი ჰქონდა “ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას”.

6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...