ჩვენი ერის, ჯარის სირცხვილი – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

0
476

“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მისი მისამართით ცილისწამების “კასკადს” ისმენს. მან პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მას სამარცხივნო უწოდა.

“რაც მათ აქვთ გაკეთებული, ის ღალატი, ის უბედურება რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. როგორ შეიძლება ადამიანს დააბრალო ყოველგვარი ფაქტების გარეშე, თუმრე მე რუსებს მოვაკვლევინე 6 სპეცრაზმელი, გამოდის ეს თვითონ მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამრცხვინო, ჩვენი ერის სირცხვილი, ჩვენი ჯარის, მთავარსარდლად წოდებული კარგად ვიხილეთ 2008 წელს გართხმული მიწაზე, ეს ადამიანი კიდევ გველაპარაკება ჩვენ, ვიცნ დაარბია ხალხი, დახოცა, აწამა, ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება?!” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილი მისი გუნდის წევრებზე ჯერ ისევ ძალადობს. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და რეალური პრობლემების გადაწყვეტას უნდა მხიედოს.

წინა სტატია“კრიმინალი, არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად”- ღარიბაშვილი
შემდეგი სტატია“არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?” – გვარამია ღარიბაშვილის განცხადებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური