ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია – ზიგიმანტას პავილიონისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

0
294

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სტრატეგიის ანალიზის ოფისში ხვდება. შეხვედრის მთავარი საკითხი  ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისია. 

შეხვედრას ესწრებიან  საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი პავილიონისი, ლიეტუვის ელჩი საქართველოში და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. განხილვის თემა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია. მხარეები პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გზებზე ისაუბრებენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით, მთავარია ამ შეხვედრამ შედეგი გამოიღოს და ეს შედეგი ეროვნული თანხმობაა. 

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებამდე ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერებს შეხვდა. 

წინა სტატია,,გერმანიის შემდეგ ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში ვართ საფრანგეთთან, საბერძნეთთთან, ისრაელთან და კვიპროსთანაც” – რას გვიქადის ტიკარაძე ვაქცინაციის ნაცვლად?
შემდეგი სტატიაშსს განცხადება: პარლამენტის შენობის წინ დღევანდელ აქციაზე 8 პირია დაკავებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური