ორდენოსან ირაკლი კობახიძეს მალე ბრეჟნევივით დაჭირდება პიჯაკის ლაცკანის გადიდება

0
332

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა. კობახიძეს ორდენი საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ავტორობისთვის მიანიჭეს.

“კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს, თითოეულ ჩემს კოლეგას თავისუფლების საპარლამენტო ორდენისთვის”, — მიმართა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან შეკრებილებს ირაკლი კობახიძემ.

თალაკვაძემ კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დასაჯილდოებლად ბიუროს 19 თებერვალს მიმართა.

როგორც მაშინ თალაკვაძემ აღნიშნა, ორდენით დასაჩუქრება ფულად ჯილდოსაც ითვალისწინებს, თუმცა კობახიძე აპირებს, აღნიშნული თანხა ონკოპაციენტ ბავშვებს გადაურიცხოს.

კანონმდებლობის მიხედვით, თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელს პარლამენტარიზმის, ქვეყნის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებების დაცვაში, საქართველოს პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის

წინა სტატიამარტვილში ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე ჩავიდა
შემდეგი სტატიაოცნების ,,სონეტჩიკი”და ,,სოვეტჩიკი” ლაშა ნაცვლიშვილი POSTV-ს ხელმძღვანელად გადადის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური