ხელისუფლება ამ ისტორიულ დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატის პირით, შხამიანი გველივით სპობს კომპრომისის ყოველგვარ შანსს! – არმაზ ახვლედიანი

0
251

პარლამენტის არჩეული წევრი ევროპული საქართველოდან, არმაზ ახვლედიანი, Facebook-ზე წერს:

დღეს, პირველი კონსტიტუციის 100 წლის თავზე, თანამედროვე ქართველებს გვახსენდება წინაპართა ურყევი ეროვნული სულისკვეთება! იმავდროულად, ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების უმძიმეს ტრაგედიას!

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ამ ისტორიულ დღეს მაინც ცდილობდეს მოლაპარაკების და კრიზისის განმუხტვის გზების ძიებას, იგი პრემიერმინისტრობის კანდიდატის პირით, შხამიანი გველივით სპობს კომპრომისის ყოველგვარ შანსს!

ჩვენი ხალხი და დასავლეთი ხედავს, ვის სურს მშვიდობა და სამართლიანობა და ვინ ძირს უთხრის მას!

კონსტიტუციის უმთავრესი ნორმებისა და სულისკვეთების ფეხქვეშ გამთელავი ავტორიტარული მმართველობა მალე უნდა ჩავაბაროთ წარსულს და აღარასდროს გავიმეოროთ ტრაგიკული შეცდომები!”

.

წინა სტატიადღეს ორი ძირითადი გზავნილი მაქვს – ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაბრუნება მოლაპარაკებების მაგიდასთან და დეესკალაცია
შემდეგი სტატია,,გერმანიის შემდეგ ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში ვართ საფრანგეთთან, საბერძნეთთთან, ისრაელთან და კვიპროსთანაც” – რას გვიქადის ტიკარაძე ვაქცინაციის ნაცვლად?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური