ერთიან ეროვნულ გამოცდებში სიახლეები იგეგმება – მიხეილ ჩხენკელი

0
292

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში სიახლეები იგეგმება.

ჩხენკელის თქმით, განიხილება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტები ევროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, მასწავლებლების ტექსტურ რეკომენდაციებს, სკოლის საშუალო ქულას და კლასგარეშე მუშაობასაც გაითვალისწინებენ. 

“ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ.

მისივე თქმით, ეს ამერიკაში აპრობირებული მეთოდია და საქართველოშიც ანალოგიური მოდელით დაინერგება.

წინა სტატიაშსს განცხადება: პარლამენტის შენობის წინ დღევანდელ აქციაზე 8 პირია დაკავებული
შემდეგი სტატიაკერძო ბიზნესის აქციას რიყეზე საწვავის გაძვირებით აღშფოთებული მძღოლები საავტომობილო მსვლელობით უერთდებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური