მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ორი ძირითადი გზავნილი მაქვს - ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაბრუნება მოლაპარაკებების მაგიდასთან...

დღეს ორი ძირითადი გზავნილი მაქვს – ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაბრუნება მოლაპარაკებების მაგიდასთან და დეესკალაცია

Published on

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ერთი საუკუნის წინ მიღებული დოკუმენტის საფუძვლები საქართველოს ევროპულ ღირებულებებს უსვამს ხაზს.

ჰარცელის თქმით, საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა. ელჩის განცხადებით, იგი ყველაზე მაღლა აყენებდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, რაც ასევე შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებასა და ბეჭდურ მედიას მოიცავდა.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ვმონაწილეობ. ეს იყო კონსტიტუცია, რომლითაც, როგორც ევროპელი აღფრთოვანებული ვიყავი”, — განაცხადა ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ასევე აცხადებს, რომ კონსტიტუციის 100 წლის იუბილის დღეს ორი ძირითადი გზავნილი აქვს — ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება და დეესკალაცია. ელჩმა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა აიღოს.

მან, აგრეთვე, თქვა, რომ ის თავის მხრივ, მუშაობს კოლეგებთან, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაანხლებას ხელი შეუწყოს.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...