უცნობია, როდის მიიღებს ქვეყანა ფაიზერის ვაქცინის 30 ათასამდე დოზას, რომელიც რვა დღეში უნდა შემოსულიყო

0
273

მთავრობის მიერ მოცემულ დაპირებამდე მხოლოდ 8 დღეა დარჩენილი, კერძოდ, აწ გადამდგარი პრემიერი გახარია გვპირდებოდა. რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას ქვეყანა თებერვლის ბოლომდე  მიიღებდა,  თუმცა უცნობია როდის მიიღებს ქვეყანა ფაიზერის ვაქცინის 30 ათასამდე დოზას. 

ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. მათი აზრით, თუ ხელისუფლება ამ ტემპით გააგრძელებს ვაქცინის მოძიებას, საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია 2022 წლისთვისაც არ იქნება შესაძლებელი. ქვეყანა უკვე აუცილებლად საჭიროებს ვაქცინაციით სარგებლობას. ასევე ისინი ამბობენ იმასაც, რიმ გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ მმართველ გუნდში არავინ არის ისეთი, ვინც პასუხისმგებლობა აიღო ამ საკითხზე და შესაბამისად არანაირი განცხადება მმართველ გუნდში არ გაკეთებულა.

პოლიტიკურ პროცესებს ცხოვრება არ უნდა გადავაყოლოთ. ვერ გადაჭრა ბატონმა გახარიამ პრობლემები ვერც ვაქცინაციის, ვერც ეკონომიკის გახსნის. შესაბამისად ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყი რო გადადგა, -განცხადა ჯანდაცვის მართვის სპეციალისტმა ვატო სურგულაძემ. 

წინა სტატიაძლიერი ქართული დემოკრატია საკვანძოა რეგიონის სტაბილურობისთვის – განცხადებები დასავლეთიდან მკაცრდება
შემდეგი სტატიამარტვილში ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე ჩავიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური