მთავარისიახლეებიპოლიტიკაძლიერი ქართული დემოკრატია საკვანძოა რეგიონის სტაბილურობისთვის - განცხადებები დასავლეთიდან მკაცრდება

ძლიერი ქართული დემოკრატია საკვანძოა რეგიონის სტაბილურობისთვის – განცხადებები დასავლეთიდან მკაცრდება

Published on

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატმა, გრეგორი მიკსმა და ამავე კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა წევრმა, მაიკლ მაკკოლმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ყველა პოლიტიკურ მხარეს დემოკრატიის პრინციპების პატივისცემისა და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაბმისკენ მოუწოდეს.

“ესკალაცია საფრთხეს ქმნის ძირი გამოუთხაროს იმ დემოკრატიულ პროგრესს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა იბრძოლა. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს დემოკრატიის პრინციპებს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რაც მელიასთან დაკავშირებულ მოვლენებს მშვიდობიანად გადაწყვეტს. 

ძლიერი და გამძლე ქართული დემოკრატია, კანონის უზენაესობის პატივისცემა და მრავალპარტიული სისტემა საკვანძოა საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობისთვის”. – წერია განცხადებაში.

დღეს, 20 თებერვალს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საერთო განცხადებით გამოეხმაურნენ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და მისი მოადგილე, დემოკრატი სენატორი, ჯინ შაჰინიც. ისინი წერენ, რომ მოხარულები არიან ნიკა მელიას დაკავების “გაუქმების” გადაწყვეტილებით.

“ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ სასამართლოს. გასული რამდენიმე წლის მანძილზე, ჩვენ მრავალჯერ გამოვხატეთ წუხილი პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო საქართველოს ოფიციალურ პირებთან. მოხარულები ვართ რა, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას “დაკავება გაუქმდა”, მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური მოტივით საერთოდ არ უნდა დევნიდნენ და აპატიმრებდნენ.  

პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და იზრუნოს პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაციაზე. ვიმედოვნებთ რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად ამოიწურება”. – წერია განცხადებაში

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...