სამეგრელოსა და აჭარაში “ქართული ოცნების” წევრები უმრავლესობას ტოვებენ

0
32518

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ზურაბ ბიგვავა Facebook-ზე გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ საკრებულოში “ქართული ოცნების” უმრავლესობას ტოვებს.

როგორც ბიგვავა განმარტავს, გახარიას გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი “ქართულ ოცნებაში” არასწორი საკადრო პოლიტიკა იყო. მისივე თქმით, გახარიამ პრემიერმინისტრობის პოსტიდან წასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

​”გიორგიმ [გახარიამ] მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ის გადადგა. ამ გადადგომისკენ მას უბიძგა იმ მდგომარეობამ და რეალობამ, რაც შეიქმნა ქართული ოცნების გუნდში, წერტილი. სამწუხაროდ, გიორგი გახარიას გადადგომის შედეგი, არის 2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნების არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც იყო დაფუძნებული “დავით საგანელიძისეულ საკადრო სამჭედლოზე” და ნამდვილი, თუ არა ნამდვილი პირების ზეობაზე. მე ვამაყობ, გახარიასთან ახლო ურთიერთობით და ის ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად. ჩემი მხარდაჭერა შენ მეგობარო. მე ვტოვებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების უმრავლესობას”,-წერს ზურაბ ბიგვავა.

ბიგვავას წასვლას უმრავლესობიდან ავტომატურად მოყვება ქართული ოცნების უმრავლესობის დაშლა, რაც ნიშნავს, რომ იგი მარტვილში მმართველი პარტია ვეღარ იქნება.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდან” საპარლამენტო ფრაქციის შექმნას გეგმავს.

საარჩევნო ბლოკის “ენმ – ძალა ერთობაშიას” წევრი, მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში “ქართული ოცნების” წევრები მზად არიან, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში უმრავლესობა დატოვონ.

დუმბაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია, მას მუნიციპალიტეტებში “ქართული ოცნების” წევრებისგან აქვს.

“მე მაქვს კომუნიკაციები მუნიციპალიტეტში, ქართული ოცნების იმ წევრებთან, რომლებიც ქართულ ოცნებას წარმოადგენენ. როგორც კი გართულება დაიწყება ღარიბაშვილის მხრიდან, როგორც კი რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს, როგორც კი პოლიცია გამოჩნდება, როგორც კი სპეცრაზმელი გამოჩნდება, უნდა ელოდონ “ქართული ოცნება” საბოლოო და სრულ ჩამოშლას. ეს პროცესი არის დაწყებული, გახარიამ დაიწყო, რა მოხდა ახლა დასავლეთში, ნახეთ. უკვე პირველი სიგნალები არის და მე მაქვს შიდა სიგნალები, რომ გართულების შემთხვევაში ისინი დატოვებენ ქართულ ოცნებას”,-თქვა მურმან დუმბაძემ.

წინა სტატიანაციონალური მოძრაობა მმართველ პარტიას მოუწოდებს, არ იფიქროს ოპოზიციური პარტიის შენობის შტურმზე
შემდეგი სტატიაპოლიცია კარვის ქურდად იქცა – დაპირისპირება რუსთაველზე სამოქალაქო აქტივისტებსა და სამათალდამცავებს შორის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური