“ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა

0
340

“ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჯულაძე წარადგინა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

“ის სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. იგი არის წარმატებული მენეჯერი და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრიც”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ, მას შემდეგ დატოვა, რაც ის გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

წინა სტატიადიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი სახლში გაუშვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური