მაია ცქიტიშვილი სახლში გაუშვეს

0
255

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა და რეგიონული განვითარების და ინფრასტურქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეცვალა. მისი თქმით, ამ თანამდებობას მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ცქიტიშვილი გუშინ, გადადგომის შემდეგ, გიორგი გახარიას შეხვდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ცქიტიშვილი გახარიასთან სახლში იმყოფებოდა, კადრები “მთავარმა” ექსკლუზიურად გადაიღო.

ცქიტიშვილს გუშინ კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იგი ღარიბაშვილის კაბინეტში აღარ იქნება

მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, მის თანაგუნდელებს, მედიას და თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა აგრეთვე, რომ ღარიბაშვილს გულწრფელად სთხოვა, მისცეს საშუალება, დაუბრუნდეს ოჯახს და გამოვიდეს აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან. ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს.

“დიდი მადლობა ბატონო ირაკლი პირველ რიგში მადლობისთვის, ასეთ დაფასებისთვის. მე მინდა ვთქვა, რომ დღეს თქვით უკვე, ბოროტად ვისარგებლე იმით, რომ ბატონ ირაკლისთან ერთად, 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთად ვმუშაობდით საერთაშორისო ფონდ ქართუში. მაშინ, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, რომ მე მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად, გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და შესაბამისად, ის 9-წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების, ძალიან დატვირთული და საინტერესო დავასრულო ამით”, — თქვა ცქიტიშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

წინა სტატია“ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური