შიშში ჩაკარგულები – ელისაშვილი ქართულ ოცნებას: სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლების დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს

0
293

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა და პარლამენტში შესულმა ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობას მიმართა – მისი თქმით, “ოცნებას” აფრთხილებდა, რომ საკანონმდებლო ორგანო არ უნდა ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელება, თუმცა პარტიამ არ გაითვალისწინა მოწოდება, ამან კი სიტუაცია ჩიხში შეიყვანა.

“ზუსტად 2 დღის წინ, ამ დარბაზში, “ქართულ ოცნებას” მოგიწოდეთ, რომ არ მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის. ვამბობდით, რომ პარლამენტი უნდა დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელდება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში. დღეს პროცესები არის ჩიხში შესული, ვხედავთ რა ხდება ქუჩაში – ქვეყანა, პრინციპში, არის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე”, – ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილი ამბობს, რომ “ოცნება” მიხეილ სააკაშვილს ეხმარება ხელისუფლებაში დაბრუნებაში. 

“მაგრამ ჩვენთან წესია ასეთი, რომ ოპოზიცია უნდა დააინგორო და ებრძოლო, რაც გადმოიღეთ წინა ხელისუფლებისგან… სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ეხმარებით, რომ თავისი ამდენი წლის დაგროვილი რევანში, ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს მეგის ქარდავა. ეს გინდათ როგორც ჩანს და რაღაც საიდუმლო გეგმა გაქვთ”, – თქვა ელისაშვილმა.  

წინა სტატიაამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი
შემდეგი სტატიაგახარიას მეგრული ჭკუა, გაუპარსავი წვერი და წაშლილი სახე – რას წერენ სოციალურ ქსელებში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური