“როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა.” – პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა

0
394

“ქართული ოცნების” ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა.

,,პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

“ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მე მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერმინსიტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ეს არის უდიდესი პატივი, რომ უკვე, რა თქმა უნდა, დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი”, — განაცხადა ახალმა პრემიერმა.

ის განცხადებით, ძალიან მალე აღადგენენ წესრიგს.

“მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ ბუნებრივია ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწარობას, რომელიც აუცილებელი არის ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს, ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება”, — განაცხადა მან

“როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ქართული ოცნება დამთავრებულია.

“როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა. ხალხო, ქართული ოცნება დამთავრებულია. გთხოვთ, დამიჯეროთ. ტყუილი არ მიკადრებია არასდროს”, — ამბობს მელია.

წინა სტატიაგახარია პარტიიდანაც წავიდა. ვინ დაიკავებს პრემიერის ვაკანტურ პოსტს. ვინ წავა და დარჩება პარტიაში დღევანდელი მინისტრებიდან?
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი:”საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდება, რისი დიქტატურის დამამყარებლები არიან ეს ორღობის ყვარყვარეები”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური