მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ ვითარდებდა მოვლენები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გიორგი გახარიას მიერ გადადგომის შესახებ განცხადების...

როგორ ვითარდებდა მოვლენები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გიორგი გახარიას მიერ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებამდე ?

Published on

როგორ ვითარდებდა მოვლენები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სანამ გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას პრემიერის თანამდებობდან გადაგომის შესახებ?

სამართალდამცავები იქ დაახლოებით 09:00 საათისთვის გამოჩნდნენ და განაცხადეს, რომ მელიასთან საუბარი სურთ. მათი განმარტებით, სურთ განჩინების აღსრულება.

“როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოს მიერ გაცემულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შესაბამისად, გამომძიებლები, ხედავთ რა რაოდენობაც თანამშრომლების, მოვედით ოფისში, ვინაიდან ცნობილია ჩვენთვის, რომ პატივცემული ნიკანორ მელია იმყოფება აღნიშნულ ოფისში, განჩინების აღსრულების მიზნით. თუმცა თქვენ ისიც დაინახეთ, რომ კარები ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს. აღსრულების პროცესში გათვალისწინებული და გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება, დამატებით განცხადებას გავაკეთებთ და მოგახსენებთ შემდეგ”, — განაცხადა ადგილზე მისულმა სამართალდამცავმა.

ნიკა მელია ამ დროსაც ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა. იქ იყვნენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები, რომლებიც კარებთან პოლიციას გადაუდგნენ და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ, რადგან უკანონო გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან. პოლიციამ იქაურობა დატოვა, თუმცა ამდრომდე ოფისის სიახლოვეს არიან დისლოცირებული

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...