გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა

0
420

გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

“ეს [ნიკა მელია] გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ქართველ მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ 1 კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, არის მიუღებელი. დღეს განსაკუთრებით როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია, მაშინ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ იარსებებს არანაირი რისკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექნის არანაირ საბაბს ესკალაციის. ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრზს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან”, – თქვა გიორგი გახარიამ.

წინა სტატიასასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიანიკა მელიას დაპატიმრება გადაიდო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური