გახარია პარტიიდანაც წავიდა. ვინ დაიკავებს პრემიერის ვაკანტურ პოსტს. ვინ წავა და დარჩება პარტიაში დღევანდელი მინისტრებიდან?

0
282

თანამდებობიდან გადამდგარმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიერ მინისტრის პოსტთან ერთად პარტია “ქართული ოცნება” დატოვა, იგი არ ესწრება პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელიც მიხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალისთვის დააანონსა, დაჩქარებული წესით დაიწყო.  სხდომის მთავარი საკითხი პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატის დასახელებაა. 

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ჩაანაცვლებს გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზეე, მათ შორის, ყველაზე რეალისტურია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა, თუმცა განიხილება ასევე ირაკლი ღარიბაშვილის, ეკატერინე ტიკარაძის და თეა წულუკიანის კანდიდატურები. 

გავრცელებული ინფორმაციით, პარტიას ტოვებს მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნაწილი – მათ შორის, დავით ზალკალიანი (სავარაუდოდ, მას შეცვლის კახა კუჭავა) და ნათია თურნავა (სავარაუდოდ, მას შეცვლის ივანე მაჭავარიანი). 

წინა სტატიაგახარიას მეგრული ჭკუა, გაუპარსავი წვერი და წაშლილი სახე – რას წერენ სოციალურ ქსელებში
შემდეგი სტატია“როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა.” – პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური