გახარიას მეგრული ჭკუა, გაუპარსავი წვერი და წაშლილი სახე – რას წერენ სოციალურ ქსელებში

0
334

სოციალურ ქსელებში ინტენსიურად ეხმაურებიან გიორგი გახარიას გადაგომას პრემიერ – მინისტრის პოსტიდან და ვითარებას, რომელიც ამ ფაქტით შეიქმნა. ინტერნეტმომხმარებელთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ეს გადადგომა არის შედეგი იმ ძალთა მოქმედებისა, რომელთაც წრე შეკრეს გახარიას გარშემო და დიდი ხანია იბრძოდნენ მისი ჩამოშორებისათვის, ნაწილი ყოფილ პრემიერს ამ ნაბიჯს კაპიტულაციად უთვლის, ნაწილი ავანტურად, რომელუცდიგეგმა ახალი პრორუსული ძალის ფორმირებისათვის, რამდენადაც გახარია ,,რუსის და შესაბამისად ივანიშვილის კაცია და მისი მორიგი ტრიუკის საფარი.

ბევრი ყურადღებას ამახვილებს გახარიას გაუპარსავ წვერზე და წაშლილ სახეზე და ფიქრობს რომ იგი ბოლოს მაინც ივანიშვილისთვის არასასურველ ფიგურად ჩამოყალიბდა და გამორიცხულია მსგავსი თამაშებითვის გამოადგეს მას.

ბევრი წერს, რომ გახარიას მეგრულმა ჭკუამ უკარნახა მანამ წასულიყო, სანამ კიდევ ერთხელ არ გასვრიდნენ ჩამოურეცხავ სირცხვილში, რომელიც 20 ივნისის მსგავსად პოლიტიკური და მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვებოდა მას.

,,გიორგი გახარია იყო ნიკა მელიას დაკავების წინააღმდეგი-ირაკლი კობახიძემ თავისი გაიტანა !
პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან გადადგა! აღარ აიღო პასუხისმგებლობა მეორე 20 ივნისზე !შეგვრჩა კომიკური დიქტატორი ირაკლი კობახიძე !”

,,გახარიას გადადგომა ნიშანია იმისა,რომ ოცნება ნაკერავზე ირღვევა. გახარია გადადგა,მაგრამ გადადგა, რათა პოლიტიკაში მობრუნდეს,როგორც მესამე ძალა..საამისო პოლიტიკური,თუ ფინანსური რესურსი,მას გააჩნიადა ყველაზე მთავარი: ის უფრო გონიერი აღმოჩნდა,ვიდრე მთელი ოცნება ერთად აღებული..ვინ დაიკავებს გახარიას პოსტს?რა თქმა უნდა,კობახიძე!’

,,1909 წლის სტატისტიკით, ზუგდიდის მაზრაში 171 წისქვილი მუშაობდა, რაც არსებულ საწარმოთა (მაშინ წისქვილი საწარმოდ ითვლებოდა) ხვედრითი წილის 80% შეადგენდა. PS იქ სადაც ჭორები 100% მართლდება, წისქვილია, აბა რაა?”

,,ვინ არის შემდეგი? თამამად, მეგობრებო!”

,,ყველა ერთად + ბიძინა . ეს უდღეურები გაზაფხულზე სულ მალე ამ თოვლს გაყვებიან.”

,,ქოცებს ერთი ჭკვიანი ყავდათ და იმ ჭკვიანმაც მიატოვა. ახლა კი ნაღდად ფსკერზე არიან”

,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ უკონტროლო ფსიქოპათების, ძალიან საშიში ხალხის ხელში დარჩა ქვეყანა. არაფერი არ არის გამორიცხული, თუ მთავარი ფსიქოპათი ძალიან არ შეაშინეს საკუთარ დაბადების დღეზე”

,,დარწმუნებული ვარ გუშინ მელიას თემაზე დიდი ომი ექნებოდათ! გახარიამ იცოდა ეს ,,ფსკერი” იყო და ამაზე არ წავიდოდა…პრორუსებმა გაიმარჯვეს! …,,ოცნება” ვა-ბანკზე წავა. გახსოვდეთ! ,,ბიძომ” ტყუილად კი არ გადააფორმა თავისი აქტივები სხვებზე! რუსიფიკაციის პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის!.

,,განზე გადგომა, გადადგომა ტრენდული ხდება. საბჭოთა ოკუპაციის მეასე წლისთავზე ვის ხელში რჩება საქართველოს ბედი?”- წერენ სოციალურ ქსელებში

წინა სტატიაშიშში ჩაკარგულები – ელისაშვილი ქართულ ოცნებას: სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლების დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს
შემდეგი სტატიაგახარია პარტიიდანაც წავიდა. ვინ დაიკავებს პრემიერის ვაკანტურ პოსტს. ვინ წავა და დარჩება პარტიაში დღევანდელი მინისტრებიდან?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური