სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

0
404

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო. თავად ნიკა მელია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს ქვეყანაში ავტოკრატიის დაკანონებას.

ოპოზიციის ფაქტობრივად მთელი სპექტრი ამჟამად შეკრებელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ ხელისუფლებას, რომელმაც სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო ენმ-ს ოფისის მიმდიბარედ

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს : ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უარესი პირადად შენთვის
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური