ნიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასმართლოში 16:00 საათზე ჩაინიშნა – პროკურატურა მოითხოვს მას აღკვეთის ღონისძიება- გირაო პატიმრობით შეეცვალოს

0
342

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასმართლოში 16:00 საატზე ჩაინიშნა. 

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ  სასამართლოს მიმართა, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს. 

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა  ნიკა მელიას იმუნიტეტი გუშინ, 16 თებერვალს   მოუხსნა.

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადებით, “ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას”.

ნინო ლომჯარიას შეფასებით კი ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება “მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.”

წინა სტატიაკელი დეგნანი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქართველების დაკავების საკითხებზე
შემდეგი სტატია“გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე” – გადაცემის სტუმარიასამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელი ციცინო შენგელია [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური