მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს : ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა...

მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს : ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უარესი პირადად შენთვის

Published on

ჩემი არამეგობრული რჩევა ივანიშვილს – თუ არ გინდა იგივე მოსამართლემ გაგასამართლოს მალე, დღეს მელიას გაეშვით…ეს აკვიატება რომ ყველა თავისუფალი ქართველი ან ციხეში უნდა იყოს ან საქართველოს გარეთ, აღარ გაგივა. – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას საქმეზე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

სააკაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს, რომ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება არ მიიღოს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს არჩევანი პირადად ივანიშვილისთვის არასწორი იქნება.

“დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე, ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე. არავის ამისი აღარ სჯერა. ტყუილად გგონია, რომ ახლა ვიღაც ამაზე თვალებს ხუჭავს. ძალიან მალე, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და არა მხოლოდ სანქციები არ აგცდება, არ აგცდება, შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები.

ამიტომ არჩევანი გაქვს, ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა: ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უარესი პირადად შენთვის. ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ. ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, ამის შემდეგ დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. ასე, რომ ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს”,-თქვა სააკაშვილმა.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...