კელი დეგნანი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქართველების დაკავების საკითხებზე

0
350

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქართველების დაკავების საკითხებზე. 

„მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით, რეგიონში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების ფონზე, რეგიონი უაღრესად დინამიკურია.

ვისაუბრეთ იმ აგრესიაზე, რომელსაც საქართველო, რუსეთის მხრიდან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ხედავს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა დაკავების საკითხზე, კიბერთავდასხმებსა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს და მე ველი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას მიმდინარე წლის განმავლობაში“.- ამბობს კელი დეგნანი.

წინა სტატიამსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია. მისი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა
შემდეგი სტატიანიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასმართლოში 16:00 საათზე ჩაინიშნა – პროკურატურა მოითხოვს მას აღკვეთის ღონისძიება- გირაო პატიმრობით შეეცვალოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური