ენმ-ის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან

0
336

ნიკა მელიასთვის სოლიდარობისა და მხარდასაჭერად “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები იკრიბებიან. პარტიაში არიან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

რომან გოცირიძის განცხადებით, ნიკა მელიასდაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში დაიწყება ისეთი პროცესები, რომელიც „სახელმწიფოს უღრმეს კრიზისში ჩააგდებს“.

„უმძიმესი რეაქცია მოყვება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს იქნება ხიდების საბოლოოდ გადაწვა. არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. ერთადერთი გამოსავლი იქნება სასწრაფოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. არ აქვს მნიშვნელობა, დააკავებენ თუ არა მელიას, ივანიშვილმა გვაჩვენა, ვინ არის ამ ხელისუფლების ბატონ-პატრონი, ეს გვაჩვენა პარლამენტის მორიგი დამცირებით. დავინახეთ რეალური სურათი“,- განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება  ნიკა მელიას მხარდამჭერების მხრიდან მისი დაკავებისას მოსალოდნელ წინააღმდეგობას, გოცირიძე აღნიშნავს, „მთელი მსოფლიო დაინახავს, რის გამო აპატიმრებს ივანიშვილი წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს“. დააპატიმრებს? საშინელ დარტყმას მიიღებს, არ დააპატიმრებს და დასაცინი გახდება. ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს. მთელი პოლიტიკური კლასი ამ ოფისში იქნება. ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება“,- განაცხადა გოცირიძემ.

რა მოლოდინები აქვთ ადვოკატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს?

ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.“ჩახნაშვილის სიმამაცის და პროფესიული გამბედაობის მოლოდინი არ გვაქვს. გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორი პოლიტიკური ნება არსებობს ხელისუფლების მხრიდან. ფაქტობრივად, მთელი პარლამენტი მოგვევლინა გირაოს მცველად”, –  ბექა ბასილაია.

არასამთავრობო ორგანიზაციებს “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი არ აქვთ.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმის მოსამართლესთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვები არსებობს.

“არიან გარკვეული მოსამართლეები, რომლებიც კლანში არ მოიაზრებიან პირდაპირ, მაგრამ შეასრულებენ მათ დავალებებს. კლანში ლიდერებში ნინო ჩახნაშვილს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ მას დავალებებს მისცემენ, არ არის გამორიცხული, რომ მან ეს შეასრულოს. მისი საქმიანობა გარკვეულ კითხვებს აჩენს”,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი  დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. რამდენიმე საათში გაირკვევა, ეყოლება თუ არა საქართველოს კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი და დააკამყოფილებს თუ არა ნინო ჩახნაშვილი პროკურატურის მოთხოვნას, მანამდე ცნობილია, რომ პოლიტიკურად დევნილი ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება.

წინა სტატიაწყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადმოყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა
შემდეგი სტატიადასავლეთი ამაზე თვალს ვერ დახუჭავს. – ექსპერტები “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური