ფრიდონ ინჯია: ნიკა მელია დაამშვენებდა პარლამენტს – უფრო მეტი სარგებლის მიტანა შეეძლო იქ ყოფნით

0
293

ევროპელი სოციალისტების დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტში დააკლდათ. მისი თქმით, მელია “დაამშვენებდა პარლამენტს” და უფრო მეტი სარგებლის მიტანა შეეძლო საკანონმდებლო ორგანოში ყოფნით.

“დაგვაკლდა, აი. ნამდვილად გეტვყით, რომ ნიკა მელიას გაცილებით მეტი შეუძლია მოიტანოს პარლამენტის დარბაზში, ვიდრე ეხლა ის სხვის თამაშს თამაშობს”, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ვის თამაშს თამაშობს მელია, ინჯია ამბობს, რომ ეს საკითხი “კარგად აქვს დალაგებული თავში”. ის პოლიტიკურ მოვლენებს ახსენებს, რომელთა შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებც მიათვალა.

“ეს ცალკე საუბრის საგანია, 2 სიტყვით მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ კარგად ვიცი. კარგად დალაგებულია ჩემს თავში, როგორ დაიწყო გავრილოვი, გავრილოვის შემდეგ ის ღამე, იმის შემდეგ გმირი გაფრინდაშვილი, მერე არჩევნები, მერე გაყოფა და დაშლა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, მერე მცდელობა მათი რეანიმაციის და რომ დავამთავროთ, გინდაც კაფე-ბარები ჯაფარიძის. ეს ერთი თამაშია, ერთი სცენარია”.

ქართულმა ოცნებამ პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა, რითიც პროკურატურას ისევ მისცა მისი დაკავების უფლება. მმართველ გუნდში ამ განმარტებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მათ არა დაპატიმრების, არამედ პატიმრობის მოთხოვნის უფლება გასცეს და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

წინა სტატია,,გავრილოვის საქმეზე მონების გასასამართლებელი ადამიანი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს! ” — ნიკა მელია
შემდეგი სტატიააქ საქმე თავისუფლებისთვის ბრძოლაშია და არა მხოლოდ გირაოში – ოპოზიცია ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური