მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გავრილოვის საქმეზე მონების გასასამართლებელი ადამიანი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს! " — ნიკა...

,,გავრილოვის საქმეზე მონების გასასამართლებელი ადამიანი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს! ” — ნიკა მელია

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით გავრილოვის საქმეზე მონების გასასამართლებელი ადამიანი საქართველოში არ ცხოვრობს.

“მონები ვერ ასამართლებენ ვერასდროს პატრიოტ ხალხს, მორჩა, გათავდა. ამაზე მეორედ კითხვა არ დამისვათ, მონების გასასამართლებელი ადამიანი გავრილოვის საქმეზე ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს, მორჩა და გათავდა”, — განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება გირაოს თანხას, მან განაცხადა, რომ თუ ვინმე ამ თანხას შეიტანს, ის სუს-ის ნება-სურვილის შემსრულებელი იქნება.

“დაიკარგება ეს ადამიანი? შეატანინებენ და 40 000 ლარი 40 ლარი ხომ არ არის? რამდენს იცნობთ, რომ 40 000 ლარი აქვს? ის იქნება ჩვეულებრივი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არა, ბიძინა ივანიშვილის სპეცსამსახურის, სუს-ის შემსრულებელი ნება-სურვილის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას გაბედავს, ხომ გამოაშკარავდება ვინ შეიტანა, ხომ არ დაიმალება? რამდენ ადამიანს იცნობთ, ვისაც აქვს 40 000 ლარი, რომ ნიკა მელიას გადაუხადოს, აჩუქოს?”, — განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...