მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს ამბავი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება - ევროპარლამენტარი მელიას საქმეზე

ეს ამბავი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება – ევროპარლამენტარი მელიას საქმეზე

Published on

ევროპარლამენტრი რასა ჯუკნევიანიჩი ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ევროპარლამენტარებს საქართველოდან კრემლთან დაკავშირებული ამბები ესმით.

მისივე თქმით, ევროკავშირში საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება, რამაც შესაძლოა, გარღვევა მოახდინოს საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ.

“საქართველოს ყველა მეგობარი ევროპარლამენტში ყოველთვის ძალიან შეშფოთებულია, როდესაც ასეთი ამბები მოდის. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ჩვენ გვესმის საქმეები დაკავშირებული კრემლის გავლენებთან და გავრილოვის ამბავიც კრემლთან არის ამბავში.

მე ვთხოვ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს, ამას ხაზს ვუსვამ, ყველა მხარე, რომ გააცნობიერონ სიტუაციის მნიშვნელობა. ამერიკაში ახალი ადმინისტრაციაა და ევროკავშირშიც ახალ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ახალი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას საქართველოსთვის და უკრაინისთვის, ასე რომ შეიძლება იყოს სერიოზული გარღვევა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ. ამიტომ ყველა ასეთი სახის ახალი ამბავი არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ”,-თქვა რასა ჯუკნევიანიჩმა.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...