როგორ დაუპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი ნიკა მელიას დაკავებას?- ოპოზიციის შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში

0
271

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, როგორ დაუპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი ნიკა მელიას დაკავებას.

„დღეს ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. აქ იქნება მომავალი ტაქტიკა, სტრატეგია ოპოზიციის. ,იმსჯელებთ ნიკა მელიას გარშემო შექმნილ სიტუაციაზე. არამარტო ნიკა მელიაზე, არამედ ყველა პოლიტიკურად შეკერილ საქმეზე.რაც შეეხება აქციებს, რას მოვიმოქმედებთ, რა ერთობლივი გეგმა გვექნება, დღეს განვიხილავთ. ადრეც განვაცხადეთ, რომ აქციები და მშვიდობიანად გამოხატვა აზრის არის კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთი მეთოდი ხელისუფლებაზე ზეწოლის და რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება არამარტო მელისთან, არამედ სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, სერგი ჩიხლაძემ.

  • “რაც ხდება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ცალსახა უკანონობაა. ყველაზე საშიში უკანონობა კი გახლავთ ის, რომელიც შეფუთულია კანონში”, – ამბობს დავით ბაქრაძე.
  • “დაკავება დააჩქარებს მოვლენებს, რომელსაც ჰქვია “ქართული ოცნების” დასრულება. ნიკა მელიას საქმე თუ გაუვიდათ, ყველა სხვა უკანონო საქმე გაცოცხლდება”, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი
  • “მაქვს გარკვეული ინფორმაცია, გაიყო “ოცნებაშიც” აზრი, რამდენიმე საუბრობს იმუნიტეტის არშეწყვეტაზე”, – ამბობს თაკო ჩარკვიანი

 “მელიას იცით რატომ ვერ დაიჭერენ?! იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი და კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ და ვერ დამიჭერენ”, -ამბობს თავად ნიკა მელია

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა, საკანონმდებლო ორგანო ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე ხვალ, 16 თებერვალს, იმსჯელებს.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას შესაძლო დაჭერაზე და თავის შეხვედრაზე უგულავასთან და ბაქრაძესთან კიევში
შემდეგი სტატია“ლელო”-ს ზუგდიდის ოფისი ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური