მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას შესაძლო დაჭერაზე და თავის შეხვედრაზე უგულავასთან და ბაქრაძესთან კიევში

0
321

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაჭერაც და არდაჭერაც ქართულ ოცნებას ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“მე ვფიქრობ, რომ ასეც და ისეც მათი [ქართული ოცნების] საქმე წასულია. დაიჭერენ და უი მაგათ, თუ ვერ დაიჭერენ და ვაი მაგათ. აი, ეგეთ დღეშია არიან. ეგენი თვითონ რომ არიან მხდალები, გადაწყვიტეს, რომ აქედანაც არიან მხდალები. ეგერ, კახა ოქრიაშვილს უთხრა ივანიშვილმა, დაგიჭერო. იფიქრა, კაცო, ამხელა ბიზნესმენია და დაჭერის როგორ არ შეეშინდებაო და ოქრიაშვილმა ერთ ადგილზე გაუშვა, მელიამ იმავე მისამართით გაუშვა ესენი “, — განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმაამავე ინტერვიუში განაცხადა რომ კიევში ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას შეხვდა

“გიგი [უგულავა] იყო ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე, ძალიან თბილი შეხვედრა იყო, თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე. რატომ არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, მაგასაც გეტყვით. იმიტომ, რომ არ გვინდოდა მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა. მე მათი კამპანია, რა თქმა უნდა, არ მომეწონა, მე მიმაჩნია, რომ მათთან კამპანიამ პირველ რიგში დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე”, — განაცხადა სააკაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამაც განაცხადა, რომ ის კიევში იმყოფებოდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ მან და პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადეს, რომ შემდეგ ყრილობაზე საკუთარი ამჟამინდელი თანამდებობებისთვის აღარ იბრძოლებენ, თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩებიან.

წინა სტატიაქართველი თოლოგები: ,,იერარქიები თავიანთ განცხადებებში ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე საუბარს კვლავ დაპირისპირებისა და მტრის ხატის შექმნას ამჯობინებენ”
შემდეგი სტატიაროგორ დაუპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი ნიკა მელიას დაკავებას?- ოპოზიციის შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური