ბარი ,,ჯაფარასთან”, რომელიც გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნა, პოლიციამ დალუქა.

0
322

ბარი ,,ჯაფარასთან”, რომელიც გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნა, პოლიციამ დალუქა.

ბარში პოლიცია და შრომის ინსპექცია ღამის საათებშიც მივიდა.ზურა ჯაფარიძის თქმით, შრომის ინსპექციამ გადაამოწმა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განმეორებითობა, რის შესახებაც ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეწოდება. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, ბარში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაილუქა. მისივე თქმით, ბარის ორი თანამშრომელი პოლიციამ გამოკითხვაზე წაიყვანა. 

“საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მენეჯერი და სტაფი წაიყვანეს გამოსაკითხად უბრალოდ და გამოუშვებენ, 248-ე მუხლის მიხედვით. ის [ბარი] დალუქულია, ვერ შეხვალთ”. – თქვა ადგილზე მყოფმა შსს-ს თანამშრომელმა. 

საქართველოს სისხლის სამართლის 248-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას. 

ამ დროისთვის ზურა ჯაფარიძე ადგილზე არ იმყოფება. ჯაფარიძე ბარის გახსნისას ამბობდა, რომ დალუქვის შემთხვევაში ის ლუქს ახსნიდა და მუშაობს მანამ გააგრძელებდა, სანამ არ  დააპატიმრებდნენ.

ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა.თუმცა, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ბარი დღეს, 14 თებერვალსაც გაიხსნა

წინა სტატიათეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“ჭყონდიდის ეპარქია ერთი წლის განმავლობაში უპატრონოდ იყო დარჩენილი და მრევლს სამართლიანი პროტესტი აქვს”- მეუფე პეტრე გრიგოლ კაციას განცხადებას ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური