პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჭორს უწოდებს მისი მოსალოდნელი გადადგომის ან თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებთან არანაირი დაპირისპირება არა აქვს.
“მე ამას ვერ ვგრძნობ, შესაძლოა, თქვენ გეჩვენებოდეთ”, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას მმართველი გუნდის ვერტიკალთსა და მას შორის დაპირისპირების შესახებ დასმულ შეკითხვას.
“ეს ჭორები გახდა უკვე მომაბეზერებელი, რაღაც უფრო მნიშვნელოვან თემებზე ხომ შეიძლება, ვისაუბროთ? წელიწადზე მეტია, ეს კითხვებია: როდის მიდიხართ? დღეს? ხვალ? გუშინ უკვე: ხომ არ წახვედით? ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც გახდა უკვე მომაბეზრებელი”- თქვა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ შს მინისტრობისდროინდელი პერიოდიც გაიხსენა და მის გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს დაუკავშირა: “მაშინაც მეკითხებოდნენ, როდის გადაგებიო?” – თქვა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე მისი “კარგი მეგობარია” და ეს “სპეკულაცია” თითქოსდა დაპიეისპირების შესახებ, უნდა დასრულდეს.