რაზე ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ კიევში?

0
308

,,კიევში სააკაშვილთან გადავიკვეთე, დიდი საუბარი მე მასთან არ მქონია, ძირითადად, ვისაუბრეთ უკრაინაზე – საქართველოს საკითხებზე მე მასთან არ მილაპარაკია, მითუმეტეს პარტიულ საკითხებზე, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს არჩეული თავმჯდომარე და, თუ რამე მაქვს სათქმელი ენმ-სთვის, ურთიერთობა მაქვს ბატონ ნიკა მელიასთან. აქვე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო და ვთქვა, რომ იმედია, რომ ამ რეპრესიებს გადაურჩება” – ამის შესახებ ევროპული საქართველოს მოქმედმა გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

აქანდე კი გიგი უგულავა ორი დღის მანძილზე უპასუხოდ ტოვებდა კითხვას , შეხვდა თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს.

ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ გიგი უგულავასთან ერთად მიხეილ სააკაშვილს დავით ბაქრაძეც შეხვდა. სწორედ ამან გამოიწვია გიგა ბოკერიასთან მათი დაპირისპირება

წინა სტატიათბილისში ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
შემდეგი სტატიასომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 122 კილომეტრში მიწიძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური